გამარჯვებულ პედაგოგებს აჭარის მთავრობისგან დამატებით 5 000-5 000 ლარი გადაეცემათ
By

გამარჯვებულ პედაგოგებს აჭარის მთავრობისგან დამატებით 5 000-5 000 ლარი გადაეცემათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს – მზიური შავაძესა და მირანდა ხაჯიშვილს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ ახალგაზრდების განათლებაში, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

მზიური შავაძე ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, ხოლო მირანდა ხაჯიშვილი – თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. გამარჯვებულ პედაგოგებს აჭარის მთავრობისგან დამატებით 5 000-5 000 ლარი გადაეცემათ.

მასწავლებლის ეროვნული პრემია საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. წელს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ათ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარი ფულადი ჯილდო გადაეცა.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას გასული წლების გამარჯვებული პედაგოგები და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *