By
განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორთან, თეონა ზოიძესთან და საფრანგეთში მოღვაწე აზერბაიჯანელ მხატვართან, ასმარ ნარიმანბეკოვასთან ერთად, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც საკონსულოში გაიმართა, კულტურის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ასმარ ნარიმანბეკოვას ნამუშევრები აჭარის ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით 21 ივნისს გაიხსნა და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.