გეგმური ღონისძიებები – ქობულეთში
By

გეგმური ღონისძიებები – ქობულეთში

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამსახური ქალაქის ტერიტორიების მოწესრიგებას განაგრძობს.

მიმდინარეობს ქალაქის სკვერების, ქუჩებისა და საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების ბალახისგან გაწმენდითი და გაცელვითი სამუშაოები. გეგმური ღონისძიებები მიზნად ისახავს მუნიციპალური სივრცეების იერ-სახის შენარჩუნებას, მწვანე საფარის სწორ მოვლასა და მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სამუშაოები ეტაპობრივად ყველა ლოკაციას მოიცავს.

მუნიციპალური სამსახურები ქალაქის მასშტაბით ტერიტორიების მოვლა-პატრონობას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *