გიორგი გახარია საკონსტიტუციო სარჩელზე – დღემდენ ეს „სარჩელი“ მიუწვდომელია
By

გიორგი გახარია საკონსტიტუციო სარჩელზე – დღემდენ ეს „სარჩელი“ მიუწვდომელია

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა წერია აღნიშნულ სარჩელში.

„წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა – პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის.

დღემდე, ეს „სარჩელი“ მიუწვდომელია – არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.

საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო მანდატებს ფლობს და მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა“, – წერს გახარია.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ მანამდე წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *