გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობას“ არსი არ იცვლება
პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებას ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აფასებენ. უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ პარტიაში არსებული ვითარება პირდაპირ ასახავს იმ მმართველობის სტილს, რომელიც ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არსებობდა.
,,ეს, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება, ეს იმპულსური, არასწორი, რაღაც აბსოლუტურად არაპროფესიონალური, ინტელექტისგან მოწყვეტილი გადაწყვეტილებები მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როცა სააკაშვილი მართავდა ქვეყანას – მაშინ იყო ეს მდგომარეობა – სრული განუკითხაობა, ადამიანის უფლებების გადათელვა. ერთმანეთში დაპირისპირებით, თვითონ არსი ამ გაერთიანების, ისევე, როგორც ცალკეულად აღებული თითო პარტიის და განსაკუთრებით, ,,ნაცმოძრაობის“ არსი არ იცვლება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.