გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
By

გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E70 საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.
აღნიშნულ გზაზე 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილ სამკილომეტრიან მონაკვეთზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *