დაბასა და სოფლებში
შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე დაბა შუახევში არსებული 200 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, შენდება წყლის და წყალარინები სისტემები.
ჟანივრში – 50, ბარათაულსა და გოგაძეებში – 100-100 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარები შენდება. პარალელურად, თერნალსა და გოგაძეებში წყლის სისტემები ეწყობა და მრიცხველები მონტაჟდება.
პროექტი „აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა“ დაბა შუახევსა და სოფელებში: ჟანივრი, ბრილი, ზემოხევი, ბარათაული, ვარჯანაული, გომარდული, ჭალა, წყაროთა, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები ხორციელდება.
თამაზ მგზავრიძე