დავით მათიკაშვილი – ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს არ შეუჩერებია
By

დავით მათიკაშვილი – ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს არ შეუჩერებია

საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დიალოგი არ შეუჩერებია.

მისი თქმით, საქართველო ღიაა და მზადაა, დიალოგი განახლდეს პარტნიორული საფუძვლებიდან გამომდინარე.

„ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს არ შეუჩერებია. ევროკავშირის ელჩის განცხადება კარგად გახსოვთ, ევრობიუროკრატიამ როგორ მიიღო გადაწყვეტილება და უაპელაციოდ როგორ შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან. ჩვენი ქვეყანა ღიაა და მზადაა, დიალოგი განახლდეს პარტნიორული საფუძვლებიდან გამომდინარე. აქ დიდის და პატარის ნაცვლად, თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა უნდა იყოს, რომელიც სწორად დააფასებს საქართველოს როლს, მიღწევებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დიალოგის განახლება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *