დაკავება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და, ასევე, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ხოლო მეორე პირი სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.