დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ – ბათუმში 2 კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღეს
By

დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ – ბათუმში 2 კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რეგიონში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის მორიგი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში აიყვანეს. მათი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით  2 კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე „პრიმა“ მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *