ეთერ ლიპარტელიანი – გრანდ სლემის გამარჯვებული
By

ეთერ ლიპარტელიანი – გრანდ სლემის გამარჯვებული

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კილოგრამ წონით კატეგორიაში,) რომელმაც დიდი ხანია არ არის, რაც ქართულ სპორტში (ძიუდოში) ისტორია დაწერა, ისევ გაგვახარა – ლოზანას გრანდ სლემზე ის ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელს სარა – ლეონი სისიქეს შეხვდა და მოუგო. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთითა და 14 წამით ადრე, ეთერმა გდებით სისიქეს არაჩვეულებრივი იპონით სძლია. აღსანიშნავია, რომ მან ფრანგი ჯუდოკა კარიერაში მეორედ დაამარცხა. აქამდე ეთერ ლიპარტელიანს ათი დაპირისპირებიდან მასთან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. ფინალამდე ჩვენმა სპორტსმენმა პირველ წრეში თურქმენეთის წარმომადგენელი დაამარცხა, მერვედფინალში – ფინელი, მეოთხედფინალში იტალიელ სპორტსმენს აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგს სძლია.

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *