By
ეთერ მაჭუტაძე გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს უხელმძღვანელებს
გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ თანამშრომლებს განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი, სატყეო ინჟინერი და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ეთერ მაჭუტაძე პირადად წარუდგინა.
იგი წლების განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის ბულვარს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ცინცაძემ ახალ ხელმძღვანელს ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. აღნიშნა, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა გამწვანების სამსახურის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.