„ველოდით, რაღაცას მაინც იტყოდნენ“
By

„ველოდით, რაღაცას მაინც იტყოდნენ“

ველოდით, რაღაცას მაინც იტყოდნენ („ნაციონალური მოძრაობა“) სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა ისევ გამოიყენეს პოპულიზმისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელთან დაკავშირებით სამართლებრივი კონტრარგუმენტები ვერ მოისმინა.

„კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა, რომ იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კონტრარგუმენტები არ აქვთ და ამიტომაც ვერც მოვისმინეთ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *