ვლადიმერ პუტინი – აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ
By

ვლადიმერ პუტინი – აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მისი თქმით, რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
„ჩვენს ქვეყნებს რეგიონული კონფლიქტების, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტის, მოგვარებაში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. გუშინ ეს საკითხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან განვიხილეთ და დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე ამას მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს, ჩვენს ხალხებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, თუკი ჩვენ ვითანამშრომლებთ კონსტრუქციულად – ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ლიდერებთან შეხვედრაზე.

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *