By
ზურაბ პატარაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულ მოჰამად მოვაჰედთან.
შეხვედრაზე ქვეყნებს და რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებში აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ.