By
იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
„ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.