ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები
By

ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის ჩართულობით, ქედის საჯარო სკოლების მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა თემაზე:

„პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“. მისი მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

კონფერენცია ითვალისწინებდა მოხსენებებს სხვადასხვა სექციაში, პედაგოგიური გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას. სექციებზე მოისმინეს 44 მოხსენება, რომლებშიც 130 მასწავლებელი იყო ჩართული.

სექციებსა და კონფერენციის პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი გიორგი დიდიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

კონფერენციის დასასრულ, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *