By
ინფრასტრუქტურული სამუშაოები-ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში საბავშვო ბაღებში სრულად განახლდება ფასადი, დაიგება ახალი იატაკი, მოწესრიგდება კედლები, დამონტაჟდება ახალი კარ-ფანჯარა და გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა.
წელს მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.