By
ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
2026 წელს 13 სოფელში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
წყალმომარაგების ქსელის მოწყობისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 2 465 850 ლარი დაიხარჯება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობისთვის კი 925 017 ლარია გათვალისწინებული.
რეაბილიტირებული და გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით 5 000-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.