იოტოვამ ხმების დაახლოებით 58% მიიღო
By

იოტოვამ ხმების დაახლოებით 58% მიიღო

ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რამდენიმე ორგანიზაციის მონაცემებით, იოტოვამ ხმების დაახლოებით 58% მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა კი, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უჭერდნენ მხარს, დაახლოებით 38%.

62 წლის იოტოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის მოკავშირეა. იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანვარში გახდა, როდესაც რადევმა თანამდებობა დატოვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

გიუროვმა მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ ბულგარეთის მოქალაქეებმა ასეთი არჩევანი გააკეთეს და შედეგები უნდა მიიღონ ისეთი, როგორიც არის.

ბულგარეთის პრეზიდენტის ფუნქციები დიდწილად ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ იგი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. მას, ასევე, შეუძლია პოლიტიკური კრიზისის დროს დროებითი მთავრობების დანიშვნა და კანონებზე ვეტოს დადება.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *