ლევან კოღუაშვილის „გურია“ კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული
By

ლევან კოღუაშვილის „გურია“ კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „გურია“ საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ პრიზით დაჯილდოვდა.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრესტიჟულ კონკურსზე მოპოვებული მთავარი ჯილდო ქართული კინოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეიქმნა. ამასთან, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, „გურია“ საქართველოს ოფიციალურ განაცხადად არის წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი.

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *