ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად არის აღმოფხვრილი
By

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად არის აღმოფხვრილი

ხელისუფლებაში კორუფციის შესაძლო რისკების შეფასებასა და სისტემის გადახედვას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი დრო დასჭირდა. მისი თქმით, ხელისუფლებაში არსებული ვითარების დეტალური შესწავლისა და სისტემის გადალაგებისთვის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი გახდა საჭირო.
კობახიძის განცხადებით, დღეს ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად არის აღმოფხვრილი, თუმცა, მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის ხელისუფლების ყველა დონეზე უნდა გაგრძელდეს.
„დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე, ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს – მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს.
პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე – აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ ერთი კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა,“- აღნიშნა პრემიერმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *