ისრაელის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
By

ისრაელის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 7.3 მილიონ ადამიანს აქვს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.

საარჩევნო უბნების გახსნამდე გამოქვეყნებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი სარდლის, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარი“ ხელმძღვანელობს, დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი.

120-ადგილიანი ქნესეთში ადგილები პროპორციული სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ნაწილდება. მანდატების მისაღებად პარტიებმა 3.25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. უმრავლესობის მქონე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კი 61 მანდატია საჭირო.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *