By
კაია კალასი – შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარვადგენ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს.
„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა – სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას ერთ ტრილიონ ევროზე მეტი წაართვა. შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარვადგენ. მათი მიღების შემდეგ, სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ახალი სანქციების ვადები ან დეტალები არ დაუკონკრეტებია.