„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – სპექტაკლი ხელვაჩაურის ხელოვნების ცენტრში
By

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – სპექტაკლი ხელვაჩაურის ხელოვნების ცენტრში

აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა სპექტაკლი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. წარმოდგენა დაიდგა ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით. მისი რეჟისორია ზურაბ ცინცქილაძე.

დადგმაში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსახიობები, რომლებმაც მაყურებელს სპექტაკლის საინტერესო ინტერპრეტაცია შესთავაზეს. მასში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სპექტაკლ ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები.

სპექტაკლს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წარადგენენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *