კობა ფარტენაძე თავისუფალია
By

კობა ფარტენაძე თავისუფალია

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე თავისუფალია, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე საუბრისას აცხადებს, რომ იგი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე იყო დაკავებული.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებული იყი პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყების ინფორმაციით, კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *