„კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“
By

„კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“

„ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, „კოლხობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კონფერენცია „კოლხობა – წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე. ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ ლაზური კულტურისა და ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, დაჯილდოვდნენ ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები, მათ შორის, „კოლხობის“ სახალხო დღესასწაულის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნუგზარ მგელაძისა და თემურ ტუნაძის წიგნის „ლაზური ეთნოლოგია“ პრეზენტაცია, მანანა თავდგირიძემ წარმოადგინა მოხსენება „ორად გაყოფილი სარფის ტკივილი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში“.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, მკვლევრები, მერიის შესაბამისი სამსახურების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *