კომერციული ობიექტები გააფრთხილეს
By

კომერციული ობიექტები გააფრთხილეს

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე, შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალთარდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ფიზიკურ პირზე – 500, იურიდულ პირზე კი 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითავლისწინებს.

უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები ტურისტულ ზონაში მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით, გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.
მუნიციპალური ინსპექცია, პარალელურ რეჟიმში,  საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგანაც ათავისუფლებს. სამართალდარღვევებზე მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *