კომიტეტმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო
By

კომიტეტმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, ედნარ ნატარიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია-დოკუმენტი წარმოადგინა.

მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზარდ დინამიკასა და მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული, რის საფუძველსაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრები და მიღებული შედეგები იძლევა. პროექტი, ძირითადი მიმართულებების პარალელურად, სხვადასხვა სფეროსა და სიახლეებს მოიცავს.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და სპორტის მიმართულებებზე. როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, კვლავ აქტუალურია და გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სპორტული ობიექტების, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.

კომიტეტმა მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

 

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *