კულტურული პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, ბაქოში გამართული კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩის მუზეუმი დაათვალიერა.
იგი გაეცნო მუზეუმის მდიდარ კოლექციებს, აზერბაიჯანული ხალიჩის ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და უნიკალურ ნიმუშებს.
მუზეუმის მენეჯმენტსა და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია ელისო ბოლქვაძეს მუზეუმის დირექტორმა ამინა მელიქოვამ გააცნო.

ისაუბრეს კულტურული პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივებზე.
აჭარის კულტურის მინისტრი ასევე, ეწვია აზერბაიჯანულ სააქციო საზოგადოება ,,აზერხალჩას“, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ემინ მამედოვმა ელისო ბოლქვაძეს ხალიჩების უახლესი კოლექცია ,,ხილი” დაათვალიერებინა და ორგანიზაციის მისია და განვითარების ისტორია გააცნო.
განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.