ლილე ბარამიძე საქართველოს ჩემპიონია
By

ლილე ბარამიძე საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ბილტიმორში“  გაიმართა  საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც 88 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

აჭარიდან მასში ათი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.

შესანიშნავად იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა ლილე ბარამიძემ (მწვრთნელი – თორნიკე კალანდაძე), რომელმაც 7 ქულიდან 6,5 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც პირველი ადგილი  და საქართველოს ჩემპიონის  ტიტული დაისაკუთრა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *