მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს შეხვდა
By

მაკა ბოჭორიშვილი კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ალ ქასრ ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანისაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის მიერ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები.

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *