მარო ცენტერაძე-მანველიძისა
By

მარო ცენტერაძე-მანველიძისა

ქართული ინტელიგენციის რიგებს, 2026 წლის 5 ნოემბერს, გამოაკლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარო მანველიძე.

იგი დაიბადა 1937 წლის 1-ელ ივლისს, შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში.

საშუალო სკოლაში სწავლა 1944 წლის 1-ლ სექტემბერს დაიწყო. მისი დამთავრების შემდეგ, 1955 წელს, მუშაობა დაიწყო  ამავე სოფლის ბიბლიოთეკაში.

1957-1962 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის  ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1965 წელს, ნოდარ მანველიძესთან ერთად შექმნა ოჯახი და სამუშაოდ გადავიდა სოფელ ჯალაბაშვილების საშუალო სკოლაში.    პარალელურად ასწავლიდა ხარაულას საშუალო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას.

მშობლიურ სკოლაში 1988 წლამდე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, 1988-დან 1993 წლამდე კი მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ შავღელეში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობდნენ.

1994 წელს საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა და გარდაცვალებამდე აქ ცხოვობდა. ჰყავდა ხუთი შვილი, რომელთაგან ერთი სამწუხაროდ, მცირე ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ლეილამ, ნუგზარმა, ემზარმა და ლამზირამ შექმნეს ოჯახები და ყველა მათგანი საზოგადოების ღირსეული წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მარო პენსიონერი გახლდათ, იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. გამოსცემდა წიგნებსა და ბროშურებს.

თავისი პირველი წიგნი, სახელწოდებით „სულიც და ამბოხებაც“ მიუძღვნა რეალურ ისტორიებს.  წიგნმა ძალიან დიდი პოპულარობა ჰპოვა.

ქალბატონ მაროს საკუთარი შვილებივით უყვარდა მისი რძლები მარინე ბოლქვაძე და ინგა ანთაძე, ასევე, სიძეები გურამ ბერიძე და ილია ტაკიძე.  მას ოჯახის ნათესავების, მოყვრების, მეზობლებისა და მეგობრების დიდი სიყვარული არ აკლდა.

ამ დიდებული ქალბატონის  სახელი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

უფალს ვთხოვთ, მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს.

მადლობას ვუხდით ყველას ჩვენი ოჯახის დაფასებისთვის.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *