მარტა კოსი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
By

მარტა კოსი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს.
მისი თქმით, ვითარების შეცვლასა და ახალი ფურცლის გადაშლაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
„საქართველოს მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმებით განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას. კიდევ უფრო შეიზღუდა სამოქალაქო სივრცე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. იმ პირობებში, როდესაც გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო. ვითარების შეცვლასა და ახალი ფურცლის გადაშლაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ხელისუფლება კურსს თუ შეცვლის, ქვეყნის ევროპული გზა კვლავ ღია დარჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *