მაჭახლისპირში გასართობი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
By

მაჭახლისპირში გასართობი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

მაჭახლისპირში გასართობი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივ. გასართობი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.

ახალი რეკრეაციული სივრცე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ დაათვალიერა.

მერმა სოფელ მაჭახლისპირში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტების ფარგლებში, სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ქსელი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ხოლო სპორტულ მოედანზე მოეწყო სექციური ღობე, განათება, კალათბურთის სივრცე და ხელოვნური მინდვრის საფარი.

მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს სოფელში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსახლეობისათვის თანამედროვე, საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ხელვაჩაურის დელეგატმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *