მინისტრმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
By

მინისტრმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების სამთვიანი პროგრამა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 94 ახალგაზრდა შეირჩა. 2025 წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ 30-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *