მომსახურების ხარისხის გასაუმჯობებლად
ბათუმში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაეწრო.
40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისთვის ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მათ ინდივიდუალურად მოახდინეს საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეული: ირმა რომანაძე, სასტუმრო „იბისი სთაილი“, თამილა ხაბაზი, აპარტ ოტელი „ალიანს პალასი“, ნესტან კვიჟინაძე, სასტუმრო „ქინგ სოლომონი“.
დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის აღნიშნული ფორმატით განხორციელება ხელს უწყობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დალაგება -დასუფთავების პროფესიის პოპულარიზაციას.
გალერეა


