ნადიმ ვარშანიძემ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა
By

ნადიმ ვარშანიძემ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

აჭარის უმაღესი საბჭოს ინფორმაციით, ქედის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში – ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, ქედის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა თურმანიძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან  ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, რომელიც პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *