ნიკა მელიას  1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
By

ნიკა მელიას  1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ,,კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას   1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიიღო.

მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *