ორთაბათუმში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
By

ორთაბათუმში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინსვლაში (ჩელტა), მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა არსებული სპორტული მოედანი, მოეწყო სექციური ღობე, განათების სისტემა, კალათბურთის სათამაშო სივრცე და ხელოვნური საფარი.

დასრულებული სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძესთან, საკრებულოს წევრებსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *