By
პრემიერის სამძიმარი – პოლონელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ის მეშვეობით კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონელ ხალხს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, კრაკოვის ცენტრში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 15 მოქალაქე. თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში კიდევ სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.