პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი
By

 პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს. ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას და განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *