პრემიერი ლევან ზაუტაშვილს შეხვდა
By

პრემიერი ლევან ზაუტაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. ინფორმაციას  საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ლევან ზაუტაშვილი მანამდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *