პრემიერი  Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
By

პრემიერი  Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მოქნილ საკანონმდებლო ჩარჩოს და ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი (ფინტექ) კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგილ სიახლეებს.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა,  პერსპექტივები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ცენტრი ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და მაღალკონკურენტულ ბიზნესგარემოზე, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებითაც დასტურდება.

Polygon Foundation-ი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ფინანსური ოპერაციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას ემსახურება.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *