პროგრამით კიდევ 25 ოჯახი ისარგებლებს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია 25 სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამა. წელს ბიუჯეტით 130 000 ლარია მობილიზებული. პროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა.
მუნიციპალიტეტში მოქმედი სპეციალური კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული ბენეფიციარების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პროგრამით 55-მა ოჯახმა ისარგებლა. მათ საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების შესაცვლელად საჭირო რაოდენობის თუნუქის ფურცელი გადაეცათ. წლის ბოლომდე პროგრამით კიდევ 25 ოჯახი ისარგებლებს.
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.
ცოტნე ცაბაძე