პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს იხურება -vet.ge-ზე 22 000-ზე მეტი ადგილია
By

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს იხურება -vet.ge-ზე 22 000-ზე მეტი ადგილია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. მსურველებს განაცხადის ელექტრონულად შევსება პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge შეუძლიათ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, 2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე ადგილების რაოდენობა გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 22 317 ადგილია გამოყოფილი. ეს აპლიკანტებს სასურველი სპეციალობის არჩევის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს.

სწავლა საქართველოს 80 პროფესიულ დაწესებულებაშია შესაძლებელი. სულ ხელმისაწვდომია 590 პროგრამა, მათ შორის 40 ინტეგრირებული კურსია, რომელიც პროფესიულ მომზადებასთან ერთად სრული ზოგადი განათლების (ატესტატის) მიღებასაც ითვალისწინებს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს უფლება აქვს, აირჩიოს არაუმეტეს სამი სასურველი პროგრამა. არჩევანის შეცვლა ან კორექტირება რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდეა შესაძლებელი.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *