პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა
By

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge.

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *