რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას კარგავენ
By

რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას კარგავენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია, კონგრესში გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობას კარგავს. კენჭისყრის წინასწარ შედეგებს Associated Press-ი აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 51 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 39 მანდატი ერგება.

რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 171 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ – 105. ხმების დათვლა გრძელდება.

„რესპუბლიკელები“ აგებენ გუბერნატორების არჩევნებსაც. Associated Press-ის წინასწარი მონაცემებით, 22 შტატში გუბერნატორის პოსტს „დემოკრატი“ კანდიდატი დაიკავებს, ხოლო 13 შტატში – „რესპუბლიკელი.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *