„როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ“
By

„როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ“

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე კომენტარი გააკეთა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამერიკის შეერთებული შტატები დასჯის.

მისი განცხადებით, შეერთებული შტატები ცუდად პასუხობს მათ, ვინც ამერიკას ეთამაშება.

„ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილს და „ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც“, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა. როგორც კი ხედავენ ამერიკელები, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში – არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *