By
რუსების თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა – 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. ორ ავტობუსზე დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსულმა ძალებმა კრამატორსკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის ეპიცენტრში ორი ავტობუსი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი. თოთხმეტი ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნულია დონეცკის რეგიონული პროკურატურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავტობუსებს მგზავრები გადაჰყავდა.